თეგი: სამხრეთ ოსეთი

ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა

„სამხრეთ ოსეთი“ - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს“, - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, ყველა მის დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“. „ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ​ი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული დოკუმენტების შექმნისას ტერმინთა ფორმულირების საკითხს გაითვალისწინებენ. საუბარია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნაზე, რომელიც მიქსერის თქმით, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. „მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.   ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა

მედიის ცნობით, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როკის გვირაბთან მდებარე საგუშაგოზე მორიგეობის დროს გარდაიცვალა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რეჟიმის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როკის გვირაბთან მდებარე საგუშაგოზე მორიგეობის დროს გარდაიცვალა, ამის შესახებ ოსურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ბიტიევმა განუცხადა. როგორც ბიტიევი აცხადებს, წინასწარი ვერსიით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, თვითმკვლელობა იყოს. სხვა დეტალებზე ის არ საუბრობს.

კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“,- აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს. 26 სექტემბერს დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია მათ არ შეეხებათ. 25 სექტემბერს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიარესურსმა Meduza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი განიხილავს არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზებას უკრაინაში ომისთვის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებისთვის რუსეთმა „ახალი ზედამხედველი“ დანიშნა

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფქტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობას ზედამხედველობას გაუწევს. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. მანამდე, რუსეთის მთავრობაში დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორი ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იყო.  ალექსანდრ ნოვაკი  2012-2020 წლებში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის 9 ნოემბრიდან კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საკითხებში. ხოლო 2021 წლის 19 ივლისიდან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, კურატორად დაინიშნა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ალექსანდრ ნოვაკი უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ ინიციატივას მხარი 540-მა დეპუტატმა მისცა, 6 წინააღმდეგი იყო, 36-მა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.